Blockchain.ge

წესები & პირობები

ვებგვერდის მოხმარების პირობები

  1. ზოგადი პირობები
    1. წინამდებარე ვებგვერდის მოხმარების პირობები (შემდგომში - მოხმარების პირობები) არეგულირებს “ ბიტექსჩეინჯის (ს/ნ 404595121)“ () ვებგვერდით სარგებლობის პირობებს (შემდგომში - ვებგვერდი).
    2. წინამდებარე მოხმარების პირობებში მოხსენებიებული „მომხმარებელი“ ნიშნავს ვებგვერდზე შემოსულ ნებისმიერ სტუმარს.
    3. მომხმარებლის მიერ ბიტექსჩეინჯის ვებგვერდზე შესვლა და ამ ვებგვერდზე ან/და მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან/და მომსახურების გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა შეასრულოს ამ მოხმარების პირობებით დადგენილი წესები.
    4. ბიტექსჩეინჯის რომელიმე ცალკეული პროდუქტის ან/და მომსახურების პირობებსა და ამ მოხმარების წესებით დადგენილ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ცალკეული პროდუქტის ან/და მომსახურების პირობებსა და წესებს.
  2. შეზღუდვები/აკრძალვები:
    1. ბიტექსჩეინჯი არ იძლევა გარანტიას, რომ ამ ვებგვერდზე განთავსებული ან მისი მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია უტყუარი, სრული ან/და განახლებულია. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ბიტექსჩეინჯი არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ეს ვებგვერდი ან მისი მეშვეობით მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან და შეფერხებების გარეშე.
    2. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იჩნეულ იქნას, როგორც რეკომენდაცია, რჩევა ან თხოვნა პროდუქტის, მომსახურების ან ფინანსური დოკუმენტის ყიდვის ან გაყიდვის თაობაზე.
    3. ბიტექსჩეინჯი იტოვებს უფლებას არ მიაწოდოს ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტი ან/და მომსახურება პირს, თუ ბიტექსჩეინჯის აზრით ამ მომსახურებების მოწოდებით დაირღვევა აღნიშნული პირის ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა ან/და წესები.
    4. მომხმარებელს ეკრძალება ბიტექსჩეინჯის სისტემის ან/და ვებგვერდის არამიზნობრივი ან/და არაუფლებამოსილი გამოყენება.
    5. მომხმარებლის მიერ ბიტექსჩეინჯის ვებგვერდზე შესვლა და ამ ვებგვერდზე ან/და მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ან/და მომსახურების გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მომხმარებელი ბიტექსჩეინჯს რთავს ნებას მომხმარებლის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია გაუმჟღანოს, გადასცეს ან/და გადაამოწმოს მესამე პირებთან. ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ბიტექსჩეინჯის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც, ასევე, განთავსებულია წინამდებარე ვებგვერდზე.
    6. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაციის გადაცემაზე და მიწოდებაზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან ნებისმიერი ქვეყნის გავლით, როგორც ვირტუალური აქტივის პროვაიდერი ჩათვლის საჭიროდ ან მიზანშეწონილად. მომხმარებლის მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა მომხმარებლის მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.
    7. ამ ვებგვერდით სარგებლობა შეიძლება დაექვემდებაროს მონიტორინგს და ჩაწერას. ნებისმიერი პირი, რომელიც იყენებს ამ ვებგვერდს მკაფიოდ გამოხატავს თავის თანხმობას ასეთ მონიტორინგზე და ჩაწერაზე. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს ვებგვერდზე განთავსებულ წინამდებარე მოხმარების წესების და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმდინარე ვერსიებს ვებგვერდზე მუშაობის თითოეული შემთხვევისას.
  3. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
    1. მომხმარებელი ეცნობა, იყენებს და ენდობა ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც რეკომენდაცია, რჩევა ან თხოვნა პროდუქტის, მომსახურების ან ფინანსური დოკუმენტის ყიდვის ან გაყიდვის თაობაზე.
    2. ბიტექსჩეინჯი, ბიტექსჩეინჯთან აფილირებული პირები ან/და მესამე პირები არ იძლევიან არანაირ გარანტიას და პირობას ვებგვერდთან ან მის შემცველობასთან დაკავშირებით.
    3. ბიტექსჩეინჯი, ბიტექსჩეინჯთან აფილირებული პირები ან/და მესამე პირები გათავისუფლებული არიან ყოველგვარი გარანტიის ან/და პირობის მიცემის ვალდებულებისგან ამ ვებგვერდთან დაკავშირებით.
    4. ბიტექსჩეინჯი, ბიტექსჩეინჯთან აფილირებული პირები ან/და მესამე პირები პასუხს არ აგებენ ამ ვებგვერდის შეფერხებებზე, კომპიუტერულ ვირუსებზე, მავნე კოდებზე და ვებგვერდთან დაკავშირებულ სხვა დეფექტებზე, შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ანმომხმარებლის მიერ გამოყენებულ ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამას(Browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის, და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენ დამოუკიდებელი თუ ჩვენზე დამოკიდებული მიზეზებით.
    5. ბიტექსჩეინჯი პასუხს არ აგებს ნებისმიერი სახის და ფორმის დანახარჯებზე, დანაკარგებზე, დაზიანებაზე ან/და გამოტოვებულ შემთხვევაზე, თუ ეს ნებისმიერი ფორმით გამომდინარეობს ამ ვებგვერდზე შესვლის, მისით სარგებლობის ან ვერ სარგებლობის შედეგად, მიუხედავად იმისა, გვეცნობა თუ არა ჩვენ ასეთი დაზიანებების მოხდენის შესაძლებლობაზე და მიუხედავად საქმის მსვლელობის ფორმისა, ეფუძნება იგი ხელშეკრულების, გარანტიის, კანონისმიერ ვალდებულების (დაუდევრობის ჩათვლით), მკაცრი ვალდებულების ნორმებს თუ სხვა საფუძველს.
  4. საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშნები
    1. ბიტექსჩეინჯი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას, საავტორო უფლებას © და საიტთან დაკავშირებულ ყველა არაქონებრივ უფლებას.
    2. საიტზე აღწერილი ნებისმიერი პროდუქტი, მომსახურება, პროგრამა, ან ტექნოლოგია შეიძლება წარმოადგენდეს ბიტექსჩეინჯის სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საგანს (მათ შორის, საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშანი, ან საპატენტო უფლება). ბიტექსჩეინჯი იტოვებს ნებისმიერ ისეთ უფლებას, რომელიც დეტალურად არ არის გათვალისწინებული წინამდებარე დოკუმენტში.
    3. აკრძალულია ამ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოქვეყნება, რეპროდუქცია, გადაცემა ან/და შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკუთრების უფლების, საავტორო უფლების ან სხვა არაქონებრივი უფლების მფლობელმა მისცა თანხმობა შესაბამის ქმედებაზე კონკრეტულ პირს. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. დასაშვებია ვებგვერდის შემცველობის ციტირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა ასეთ დროს აუცილებელია წყაროს მითითება.
    4. ვებგვერდზე არსებული ფორუმების, სასაუბრო ოთახების, დებატების და სხვა მსგასი ქმედებების მონაწილეებმა შეიძლება წარმოადგინონ მხოლოდ ის მასალები, რომლებზეც ისინი ფლობენ საავტორო უფლებას ან რომლებზეც სხვა გზით მოიპოვეს ეს უფლება. ამასთანავე, პირი, რომელიც წარმოადგენს მასალას, თანხმობას აცხადებს ბიტექსჩეინჯის მიერ მიწოდებული მასალის შენახვა გავრცელება/გამოქვეყნებაზე ნებისმიერი ფორმით.
  5. შეფერხებები მომსახურების პროცესში
    1. მომხმარებელი თავადაა პასუხისმგებელი სატელეფონო, კომპიუტერული, პროგრამული და სხვა აღჭურვილობის ქონაზე და გამოყენებაზე, რაც საჭიროა ვირტუალური აქტივის პროვაიდერის ვებგვერდზე შესასვლელად და მისით სარგებლობისთვის. მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე დაშვება შეიძლება ზოგჯერ იყოს შეუძლებელი, ფერხდებოდეს, იზღუდებოდეს ან შენელდეს სხვადასხვა ისეთი გარემოებებით, როგორებიცაა:
      1. აღჭურვილობის, სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობა;
      2. პროგრამების გაუმართაობა, მათ შორის და არა მხოლოდ, პროგრამული “ხოჭოები” (bugs), შეცდომები (errors), ვირუსები, კონფიგურაციის პრობლემები, სისტემების, დამხმარე პროგრამების (utilities) და შემსრულებელი პროგრამების (applications) ურთიერთშეუთავსებლობა, ქსელთაშორისი დამცავი (firewalls) და შემმოწმებელი პროგრამების (screening programs) მუშაობა, არაწაკითხვადი კოდები ან უწესივრობა ცალკეულ დოკუმენტებში ან სხვა შიგთავსში;
      3. სისტემის გადატვირთულობა;
      4. ზიანი, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა გარე ფაქტორებით,\ მათ შორის, უამინდობით, ომით, აჯანყებით, არეულობით, გაყვანილობების დაზიანებით, აფეთქებით და სხვ.
      5. ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით;
      6. მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით;
      7. მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით;
      8. ნებისმიერი სხვა მიზეზით (იქნება ეს ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი თუ არამსგავსი), რომელიც არ არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი.
    2. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის დროს, შესაძლოა, მომხმარებელმა ვერ შეძლოს მისთვის სასურველი ქმედების განხორციელება, რაზეც ბიტექსჩეინჯი არ და ვერ იღებს პასუხისმგებლობას.
    3. მომხმარებლის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ტრანზაქციის შესრულების პროცესში, ამგვარი ოპერაციებისთვის აუცილებელი კავშირგაბმულობის შეწყვეტის ან შეფერხების შედეგად მომხმარებლის მიერ განცდილ ზიანზე ვირტუალური აქტივის პროვაიდერი სრულიად იხსნის პასუხისმგებლობას.
    4. ვინაიდან, პროვაიდერის ვებგვერდი ძირითადად გამიზნულია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ბაზარზე ინვესტირებით ან მომსახურების მიღებით ვებ-გვერდზე რეკლამირებული საინვესტიციო პროდუქტები და მომსახურებები, როგორც ასეთი, შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს ტერიტორიის გარეთ მყოფი კერძო მომხმარებლებისთვის ან შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი საგადასახადო და სხვა თვალსაზრისით.
    5. საინვესტიციო რეკლამების ან/და განცხადებების ხასიათისა და შინაარსის მიხედვით, რომლებიც დროდადრო შეიძლება დაიდოს ვებგვერდზე, მომხმარებელი აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს, რომ მას შეიძლება დაგჭირდეს დამატებითი კონსულტაციის ან რჩევების მიღება სამართლის, საგადასახადო ან ინვესტირების სპეციალისტებისგან.
  6. სხვა საიტებთან დამაკავშირებელი ბმულები
    1. ბიტექსჩეინჯის საიტზე არსებული სხვადასხვა საიტების ბმულების ბიტექსჩეინჯის მიერ განთავსება არ გულისხმობს, რომ ბიტექსჩეინჯი რეკომენდაციას უწევს მსგავს საიტებს ან/და პასუხისმგებელია ამ ვებგვერდების შემცველობაზე, გამოყენებასა თუ სხვა ნებისმიერ ქმედებაზე. მითითებული ბმულების გამოყენება ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის ინიციატივითა და რისკით. ასეთ ბმულებზე გადასვლით ბიტექსჩეინჯი არ გაძლევთ არანაირ გარანტიას, პირდაპირს თუ ნაგულისხმევს, თქვენს მიერ ასეთი საიტის გამოყენებასთან ან გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, საიტის შემცველობასთან დაკავშირებით, მათ შორის მის სისწორესთან, სისრულესთან, სანდოობასთან ან რაიმე კონკრეტული მიზნით ვარგისიანობასთან დაკავშირებით; ბიტექსჩეინჯი არ იქნება პასუხისმგებელი ასეთ ბმულებზე გადასვლითა და მათი გამოყენებით მიყენებულ ნებისმიერ სახის ზიანსა თუ სხვა გარემოებებზე. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ ნებისმიერ ასეთ ქმედებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს თვითონ.
    2. გარდა ამისა, ამ მესამე პირების ვებვერდებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ვებგვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად ინფორმაციას.
  7. მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია
    1. ეს ვებგვერდი და მისი მოხმარების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა საქართველოში. ბიტექსჩეინჯის წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ამ ვებგვერდის წვდომასა და მისით სარგებლობასთან, ასევე ამ მოხმარების წესების ან/და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.
    2. თქვენ თანხმობას აცხადებთ საქართველოში არსებული სასამართლოების განსჯადობასა და ადგილმდებარეობაზე იმ თვალსაზრისით, რომ ბიტექსჩეინჯი თავის ყოველგვარი სარჩელს თქვენ წინააღმდეგ, რაც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ამ ვებგვერდის წვდომასთან ან მისით სარგებლობასთან და ამ მოხმარების წესების ან/და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებთან, წარუდგენს საქართველოს სასამართლოებს.
    3. ეს ვებგვერდი არ ეხება და არ არის გამიზნული გასავრცელებლად ან გამოსაყენებლად ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი განსჯადობის ტერიტორიაზე ან ქვეყანაში, სადაც ამ ვებგვერდის გამოქვეყნება ან ხელმისაწვდომობა ანდა ასეთი გავრცელება ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას ან წესებს. თუ თქვენ განიზრახავთ ინფორმაციის მიღებას ამ ვებგვერდიდან, თქვენვე იქნებით პასუხისმგებელი ყველა შესაბამისი ადგილობრივი, საერთო-სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე და ასეთ განსჯადობის ტერიტორიებზე თქვენ მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა იქნება მხოლოდ თქვენს რისკზე.
    4. თუ ამ მოხმარების წესების ან/და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის რომელიმე წესის ან დებულების აღსრულება გახდება შეუძლებელი, დანარჩენი წესები და დებულებები რჩება ხელშეუხებელი, ხოლო აღუსრულებელი წესი ან დებულება ჩანაცვლდება იმ აღსრულებადი წესით ან დებულებით, რომელიც ყველაზე ახლოს დგას აღუსრულებელი წესის ან დებულების მიზანთან.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს ბიტექსჩეინჯი (ს/ნ 404595121) აფასებს ამ ვებგვერდზე (შემდგომში- ვებგვერდი) თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ.

თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ.

ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.

ვებგვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკითა და მომსახურების პირობებით, რომელიც თავის მხრივ შემუშავებულია ჩვენ მიერ დამტკიცებული „მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე blockchain.ge და შეგიძლიათ გაეცნოთ.

ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში- პოლიტიკა)

თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.

წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. წინამდებარე პოლიტიკის ბოლო აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა პოლიტიკის უკანასკნელი განახლება.

რა მიზანს ემსახურება წინამდებარე პოლიტიკა და რა არის მისი მოქმედების სფერო?

შპს “ბიტექსჩეინჯი” ცდილობს დაიცვას იმ პირების პერსონალური მონაცემები, რომლებიც სარგებლობენ ვებგვერდით. შესაბამისად, შევიმუშავეთ წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ვებგვერდის მომხმარებლებისგან და იმ მიზნების განსასაზღვრად, რომლის მისაღწევადაც BLOCKCHAIN.GE-მა შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული მონაცემები. BLOCKCHAIN.GE-ი ასევე განსაზღვრავს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელიც თქვენი მონაცემების უსაფრთხოების დასაცვად არის აუცილებელი.

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად მოიპოვებს BLOCKCHAIN.GE-ი. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე, რომლებიც არ არიან BLOCKCHAIN.GE -სთან აფილირებული პირები, მაგრამ შესაძლოა ასეთ ვებგვერდებთან კავშირი BLOCKCHAIN.GE -ის ვებგვერდის საშუალებით იყოს შესაძლებელი (შემდგომში - მესამე პირების ვებგვერდები). გთხოვთ, გაეცნოთ ასეთი მესამე პირების ვებგვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თუკი თქვენ მათ ვებგვერდებს იყენებთ, იმდენად, რამდენადაც BLOCKCHAIN.GE-ი არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების შემცველ მასალებზე და არც მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე.

წინამდებარე პოლიტიკის პირობები ექვემდებარება, BLOCKCHAIN.GE-სთან თქვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით განაცხადს ან სახელშეკრულებო პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა და ნებისმიერ სავალდებულო ძალის მქონე მოქმედ კანონს ან რეგულაციას.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?

როდესაც თქვენ სტუმრობთ BLOCKCHAIN.GE-ის ვებგვერდს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად, შეზღუდვის გარეშე, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბაუზერია განთავსებული, BLOCKCHAIN.GE-ის ვებგვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა და სხვა).

დამატებით, ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით BLOCKCHAIN.GE -ის ვებგვერდის მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, სქესი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი და სხვა) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით, ან რომელსაც გვაწვდიან ისეთი მესამე პირები, რომელთა კლიენტი/აბონენტიც თქვენ ბრძანდებით, მაგალითად როდესაც იხდით ასეთი მესამე პირებისადმი დავალიანებას ან/და ავსებთ თქვენი სააბონენტო ანგარიშის ბალანსს.

BLOCKCHAIN.GE-ი გამოიყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს:

- ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;

- კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის;

- BLOCKCHAIN.GE -ის სხვა ელექტრონულ არხებთან მიმართებით, ზემოხსენებული მიზნებისთვის;

- ჩვენი პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად;

- წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.

BLOCKCHAIN.GE-ი იცავს ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხს ეხება.

როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენს შესახებ?

BLOCKCHAIN.GE -ი იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა მზა ჩანაწერები (cookies) ან თეგი (შემდგომში - თრექინგის ტექნოლოგია), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხილეთ: რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?) და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს.

მზა ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ვებგვერდის ეფექტურობა, მაგალითად იმის მიხედვით, ყოფილა თუ არა თქვენს კომპიუტერსა და ჩვენს ვებგვერდს შორის წარსულში რამე კავშირი, მოვახდინოთ ვებგვერდზე ყველაზე პოპულარული სექციების იდენტიფიცირება და სხვა.

გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი მზა ჩანაწერების წესები გაწერილია იმგვარად, რომ მონიშნული არ გაქვთ მზა ჩანაწერის ის ტიპი, რომლის გამოყენებაზე BLOCKCHAIN.GE-ს ნებას არ რთავთ.

როდესაც ინახავთ თქვენი მზა ჩანაწერების წესებს, ისინი ასევე ვრცელდება BLOCKCHAIN.GE-ის ვებგვერდზე თქვენს სამომავლო ვიზიტებზეც. თუმცა, BLOCKCHAIN.GE-ის მიღმა არსებული ტექნიკური მიზეზებით, ეს გარანტირებული არ არის. მაგალითად, თუ თქვენს მიერ მოხდა ინტერნეტ-ბრაუზერის აღდგენა/ხელახალი ინსტალაცია, მზა ჩანაწერებისგან გაწმენდა ან BLOCKCHAIN.GE-ის ვებგვერდზე ვიზიტი სხვა ინტერნეტ-ბრაუზერის ან მოწყობილობის გამოყენებით, თქვენი მზა ჩანაწერების წესები, შესაძლოა, დაიკარგოს.

ხშირ შემთხვევაში, თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერით თრექინგის ტექნოლოგიების კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერი ასახავს თქვენ სურვილს გსურთ თუ არა, სადაც ეს შესაძლებელია, გაგაფრთხილოთ თრექინგ ტექნოლოგიების და ან მათი მიღების შესახებ.

თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სპეციალურ შესაძლებლობებს და ინსტრუქციებს მათი მოხმარების შესახებ, როგორც წესი, შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სახელმძღვანელოში ან სექციაში „დახმარება“.

თრექინგ ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარის თქმამ ან მათმა დეაქტივაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს BLOCKCHAIN.GE-ის ვებგვერდის ან მისი სხვადასხვა ნაწილების მიერ შემოთავაზებული სერვისების ხელმისაწვდომობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.

ვის გადავცემთ ვებგვერდიდან თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?

BLOCKCHAIN.GE-მა შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან BLOCKCHAIN.GE-ისთვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს თქვენი ქვეყნის გარეთ ან შიგნით, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთან აფილირებული პირები, აგენტები და სერვისის მომწოდებელი მესამე პირები, რომლებსაც BLOCKCHAIN.GE-ის ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ვაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა.

ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსქტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.

უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად?

BLOCKCHAIN.GE-მა მოახდინა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ BLOCKCHAIN.GE-ის მიერ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.

როგორ ვექცევით BLOCKCHAIN.GE-ის მიერ და BLOCKCHAIN.GE-ისთვის გაგზავნილ ელექტონულ შეტყობინებებს?

BLOCKCHAIN.GE-ის მიერ და BLOCKCHAIN.GE-ისთვის გაგზავნილ ყველა ელექტრონულ შეტყობინებას (SMS, მაილი და სხვა) ჩვენ ავტომატურად ვინახავთ სპეციალური ელექტრონული ჟურნალის სისტემაში, რომელსაც გააჩნია სამართლებრივი მტკიცებულების ძალა. მათ ჩვენ ვიცავთ გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების გამოყენებით და მათთან წვდომა დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების ზედმოწევნითი დაცვით (მაგალითად სასამართლოს განჩინება, დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რეგულატორული ვალდებულებების დარღვევა, შრომითი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა) სპეციალური ფუნქციებით აღჭურვილი კონკრეტული პიროვნებების მიერ (მაგალითად სამართლებრივი შესაბამისობის ან რისკების სამსახური). პროცესის ყოველი ნაბიჯი, მათ შორის გამოყენებული ძებნის კრიტერიუმები, შეიყვანება სპეციალურ აუდიტორულ ველში. ყველა შეტყობინება ნადგურდება მას შემდეგ, რაც ამოიწურება მათი შენახვისთვის განსაზღვრული გონივრული პერიოდი.

რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?

მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ვებგვერდის ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით BLOCKCHAIN.GE-ისთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ BLOCKCHAIN.GE-თან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.

როგორ ვეპყრობით 18 წელს მიუღწეველი პირების შესახებ ინფორმაციას?

BLOCKCHAIN.GE-ი არ ემსახურება პირებს, რომელთაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევიათ და შესაბამისად, ვებგერდი არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს აღნიშნული პირებისგან. BLOCKCHAIN.GE-ისთვის ვებგვერდის მეშვეობით პერსონალური მონაცემების გადაცემამდე 18 წელს მიუღწეველმა პირებმა უნდა მოიპოვონ ნებართვა მშობლებისგან ან კანონიერი წარმომადგენლებისგან.

როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?

მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:

- გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;

- გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა; ან

- მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე:

კონფიდენციალურ ინფორმაციასთან/პოლიტიკასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ BLOCKCHAIN.GE -ის მომსახურების პირობებში. განთავსებულია: (https://blockchain.ge)

კონფიდენციალობის პოლიტიკაში ბოლო ცვლილება განხორციელდა 2024 წელს .