Blockchain.ge

ხელშეკრულება

მომსახურების გენერალური ხელშეკრულება ვერსია# 2024/0001

1. დეფინიციები

თუ ხელშეკრულების კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაში ქვემოთ მოცემულ დეფინიციებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1.1. ვირტუალური აქტივი − ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას.

1.2. კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი − ვირტუალური აქტივი, რომელსაც ბაზარზე აქვს ეკვივალენტი ღირებულება ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს მისი გადაცვლა;

1.3. ვირტუალური აქტივის მომსახურება − კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა) ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება ან/და ასეთი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა ან/და პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება;

1.4. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი − პირი, რომელიც ახორციელებს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურებას;

1.5. მომხმარებელი – პირი, რომელიც  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების საფუძველზე, სარგებლობს ვირტუალური აქტივის მომსახურებით, მათ შორის: კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა, შენახვა, შეძენა, ვირტუალური საფულის შევსება ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის    მართვა    (გარდა    კოლექტიური    პორტფელის    მართვისა)    ან/და
 

კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება. არის ვირტუალური აქტივის გადამცემი (აქტივის გადამცემი). ფლობს ვირტუალური აქტივის ანგარიშს ვირტუალური აქტივის პროვაიდერთან, განაწილებული აღრიცხვის მისამართს ან მოწყობილობას, რომელიც იძლევა ვირტუალური აქტივის შენახვის შესაძლებლობას და, ამასთანავე, ეს პირი ეთანხმება ამ ანგარიშიდან, განაწილებული აღრიცხვის მისამართიდან ან მოწყობილობიდან ვირტუალური აქტივის გადაცემას, ან ასეთი ანგარიშის, განაწილებული აღრიცხვის მისამართის ან მოწყობილობის არარსებობის შემთხვევაში – პირი, რომელიც გასცემს ვირტუალური აქტივის გადაცემის დავალებას ან აინიცირებს გადაცემას;

1.6. შუამავალი პროვაიდერი –საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც არ არის გადამხდელის ან მიმღების პროვაიდერი და რომელიც იღებს გადახდის ოპერაციას გადამხდელის ან სხვა შუამავალი პროვაიდერისგან და გადასცემს მას მიმღების ან სხვა შუამავალ პროვაიდერს.

1.7. ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერი – ვირტუალური აქტივის პროვაიდერი, რომელიც არ არის ვირტუალური აქტივის გადამცემის ან ვირტუალური აქტივის მიმღების ვირტუალური აქტივის პროვაიდერი და რომელიც იღებს ვირტუალური აქტივის გადაცემის ტრანზაქციას ვირტუალური აქტივის გადამცემის ვირტუალური აქტივის პროვაიდერისგან (შემდგომში – აქტივის გადამცემის პროვაიდერი) ან სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების შუამავალი პროვაიდერისგან და გადასცემს მას ვირტუალური აქტივის მიმღების ვირტუალური აქტივის პროვაიდერს (შემდგომში - აქტივის მიმღების პროვაიდერი) ან ვირტუალური აქტივის მომსახურების სხვა შუამავალ პროვაიდერს;

1.8. გადარიცხვა (ან გადარიცხვის ოპერაცია) – გადამხდელის დავალებით/თანხმობით პროვაიდერის მიერ ელექტრონული საშუალებით თანხის გაგზავნა მიმღებისთვის ოპერაციის თანხის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, გადამხდელის და მიმღების სახელზე ანგარიშების გაუხსნელად. გადარიცხვისას, გადამხდელი და მიმღები შეიძლება ერთი და იგივე პირი იყოს ან ორივეს ერთი პროვაიდერი უწევდეს საგადახდო მომსახურებას. კერძოდ, გადარიცხვაში შედის: საკრედიტო გადარიცხვა; სადებეტო გადარიცხვა (მათ შორის, პირდაპირი დებეტი); ფულადი გზავნილები, როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო; ელექტრონული საგადახდო ინსტრუმენტით განხორციელებული გადახდის ოპერაცია;

1.9. დაკავშირებული გადარიცხვის ოპერაციები – ერთსა და იმავე გადამხდელსა და მიმღებს შორის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ განსაზღვრულ დროის გონივრულ პერიოდში შესრულებული გადარიცხვები, რომლებიც მათ შორის შესაძლოა ხორციელდებოდეს გადარიცხვის დანაწევრების მიზნით, საეჭვო გადარიცხვების აღრიცხვის თავიდან არიდების ან დაწესებული ლიმიტების გვერდის ავლის მიზნით. ასევე, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ პოლიტიკით ან/და პროცედურებით დამატებით განსაზღვრული სხვა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც გადარიცხვის ოპერაციები დაკავშირებულად განიხილება.
 

1.10. ტრანზაქციის უნიკალური კოდი – პროვაიდერის მიერ საგადახდო სისტემის ან შეტყობინებების გაცვლის სისტემის წესების საფუძველზე, ან/და მისი შიდა სისტემისთვის განსაზღვრული ასოების, ციფრების, სიმბოლოების ან სხვა მონაცემების კომბინაცია, რომელიც ენიჭება აღნიშნული სისტემებით შესრულებულ გადახდის ოპერაციებს და რომელიც უზრუნველყოფს გადახდის ოპერაციის დაკავშირებას გადამხდელსა და მიმღებთან. ასევე, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ან საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიერ, რომელსაც საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ვირტუალური აქტივის მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება, განსაზღვრული ასოების, ციფრების, სიმბოლოების ან სხვა მონაცემების კომბინაცია, რომელიც უზრუნველყოფს ვირტუალური აქტივის გადაცემის ტრანზაქციის მიკვლევადობას ვირტუალური აქტივის გადამცემთან და ვირტუალური აქტივის მიმღებთან.

1.11. განაწილებული აღრიცხვის მისამართი – ალფანუმერული კოდი, რომელიც განსაზღვრავს მისამართს ქსელში, რომელიც იყენებს განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიას (DLT) ან მსგავს ტექნოლოგიას, საიდანაც შესაძლებელია ვირტუალური აქტივების გადაცემა ან სადაც შესაძლებელია ვირტუალური აქტივის მიღება;

1.12. ვირტუალური აქტივის ანგარიში – მომხმარებლის სახელზე ვირტუალური ბლოკჩეინის სისტემაში არსებული ანგარიში, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვირტუალური აქტივების გადაცემის ან მიღების მიზნით ტრანზაქციის განსახორციელებლად; ვირტუალური აქტივის ანგარიშზე საკუთრების უფლება ეკუთვნის “ბიტექსჩეინჯს“-ს.

1.13. თვითმართვადი საფულის მისამართი (self-hosted wallet address) – განაწილებული აღრიცხვის საფულის მისამართი, რომელიც არ უკავშირდება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ან/და იურიდიულ პირს, რომელიც არ არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული და რეგისტრირებული და ახორციელებს ვირტუალური აქტივის პროვაიდერის მსგავს მომსახურებას.

1.14. ვირტუალური აქტივის მიმღები (აქტივის მიმღები) – პირი, რომლისკენაც მიმართულა ვირტუალური აქტივის გადაცემა.

1.15. მომხმარებლის პირადი ანგარიში - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სისტემაში კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმაზე მომხმარებლის მიერ შექმნილი პირადი პროფილი, სადაც რეგისტრირდება მომხმარებელი ვირტუალური აქტივის მომსახურების მიღების მიზნით.

1.16. კონვერტაციის კურსი - ვირტუალური აქტივის კონვერტაციის მონეტისთვის ვირტუალური აქტივის პროვაიდერის მიერ დადგენილი გაცვლითი სავალუტო კურსი.

1.17. პიროვნების დამადასტურებელი/საიდენტიფიკაციო დოკუმენტი - ეროვნული ან საერთაშორისო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ან სხვა საჯარო დაწესებულების მიერ ფიზიკური პირის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს: პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, პასპორტი, უცხოეთში
 

მცხოვრები თანამემამულის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, სამგზავრო პასპორტი. ინდივიდუალური მეწარმის ან იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

1.18. ცივი საცავი - ცივი საცავი არის ელექტრონული საფულე, რომელსაც არ გააჩნია წვდომა ინტერნეტზე, რაც იცავს მას არაავტორიზებული წვდომისგან, კიბერ შეტევებისგან და სხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზებისგან, რაც ინტერნეტთან ღია წვდომის მქონე სისტემებს შეიძლება გააჩნდეთ. მიუხედავად ამისა, ცივი საცავის უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტირება მაინც არ არის შესაძლებელი

 

2. ხელშეკრულების საგანი

2.1. საქართველოს კანონმდებლობის, ხელშეკრულებისა და “BLOCKCHAIN.GE.GE” მიერ შემუშავებული წესების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი შპს „ბიტექსჩეინჯის“ მოქმედი ბრენდით “BLOCKCHAIN.GE“, იღებს ვალდებულებას გაუწიოს მომხმარებელს ვირტუალური აქტივის მომსახურება (შემდგომში – მომსახურება), ხოლო მომხმარებელი იღებს ვალდებულებას ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს გადაუხადოს მომსახურების საფასური (შემდგომში - მომსახურების საფასური).

2.2. მომხმარებელი უფლებამოსილია მომსახურება მიიღოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სერვის ცენტრებში ფიზიკურად, თვითმომსახურების კიოსკებისა (კრიპტომატი) და ვებ-გვერდის (blockchain.ge) მეშვეობით დისტანციურად.

2.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სერვის ცენტრებში მიიღოს შემდეგი სახის მომსახურება: სასურველი ვირტუალური აქტივის შეძენა და გადარიცხვა სასურველ ციფრულ მისამართზე ან/და სასურველი ვირტუალური აქტივის გაყიდვა და ნაღდი ანგარიშწორებით გზით თანხის მიღება.

2.4. მომხმარებელი უფლებამოსილია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის თვითმომსახურების კიოსკების (კრიპტომატი) მეშვეობით მიიღოს შემდეგი სახის მომსახურება: თვითმომსახურების კიოსკში წარმოდგენილი კრიპტოვალუტის ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა ან/და კიოსკის მეშვეობით სასურველი კრიპტოვალუტის ვირტუალური აქტივის სასურველ ვალუტაში განაღდება, ჩარიცხვა და გადარიცხვის სერვისი.

2.5. მომხმარებელი უფლებამოსილია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ვებ-გვერდის (blockchain.ge.) მეშვეობით დისტანციურად მიიღოს შემდეგი სახის მომსახურება: სასურველი ვირტუალური აქტივის კონვერტაცია ვირტუალური აქტივის პროვაიდერის მიერ განსაზღვრულ სავალუტო ერთეულებში, კონვერტაციის მიზნით ვირტუალური აქტივის ჩარიცხვა და გადარიცხვა სასურველ ვირტუალურ
 

მისამართზე ან/და დაკონვერტირებული ვირტუალური აქტივის სასურველ ანგარიშზე გადარიცხვა მომხმარებელი უფლებამოსილია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ვებ-გვერდის (blockchain.ge) დაარეგისტრიროს ერთი ანგარიში და მისი მეშვეობით დისტანციურად მიიღოს მომსახურება.

 

3. მომხმარებელი ვალდებულია

 

3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვირტუალური აქტივის მომსახურების მისაღებად, მომხმარებელი ვალდებულია:

3.1.1. განახორციელოს შესვლა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ვებ- გვერდზე blockchain.ge-ზე BLOCKCHAIN.GE-ის მიერ შეთავაზებული მომსახურების მიღებისთვის აუცილებელი მომხმარებლის პირადი ანგარიშის, იგივე მომხმარებლის პროფილის შესაქმნელად. ანგარიშის შესაქმნელად საჭიროა მომხმარებლად დარეგისტრირება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ დადგენილი ეტაპების გავლით. სისტემაში რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად სავალდებულოა მომხმარებელმა გაიაროს დისტანციური ვერიფიკაცია/იდენტიფიკაცია ვირტუალური აქტივის პროვაიდერის წესებით დადგენილ პლატფორმაზე.

3.1.2. მომხმარებელს QR კოდის მეშვეობით ან ციფრული არხის საშუალებით ეგზავნება ბმული, რომლითაც გადადის blockchain.ge-ს ვებ-გვერდზე, ეცნობა სამომხმარებლო შეთანხმებასა და სერვისის გამოყენების წესებსა და პირობებს, რომელზე დათანხმების შემდგომაც იწყებს ვერიფიკაციის პროცედურას, რაც მოიცავს უწყვეტი სესიის ფარგლებში, პიროვნების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურის გავლას. რომლის ფარგლებშიც, სისტემა მომხმარებლისგან მოითხოვს კამერით აღჭურვილ მოწყობილობას და პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობას, პროცესი კი მიმდინარეობს შემდეგი რიგითობით: მომხმარებელი აჭერს ღილაკს, რითაც იწყება იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესი. მოწყობილობაზე აქტიურდება კამერა, რომლის საშუალებით ხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გადაღება და მასზე არსებული მონაცემების წაკითხვა ვირტუალური აქტივის პროვაიდერის წესებით დადგენილ პლატფორმის პროგრამული უზრუნველყოფის მიერ. პარალელურად, ავტომატურ რეჟიმში მოწმდება დოკუმენტის ნამდვილობა, ვადიანობა, პიროვნების ასაკი. რის შემდეგაც, მომხმარებელი გადადის პიროვნების ნამდვილობის შემოწმების ეტაპზე, რომლის გასავლელად საჭიროა კამერაში სახის დაფიქსირება და თავით წრიული მოძრაობების გაკეთება, რა დროსაც ხდება ფოტო/ვიდეოს გადაღება, სახის ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება და გადამოწმება რომ რეალურად პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე გამოსახული პიროვნება გადის პროცესს. პროცესის დასრულებისას, SumSub-ის მიერ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე წაკითხული მონაცემების მიხედვით ხდება პიროვნების გადამოწმება სპეციალიზებულ ბაზებში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის
 

უზრუნველყოფის მიზნებისთვისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.

3.1.3. წინამდებარე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ვერიფიკაცია/იდენტიფიკაციის პროცედურების გავლის შედეგად მომხმარებლისგან მიღებულ ინფორმაციას ვირტუალური აქტივის პროვაიდერის წესებით დადგენილ პლატფორმაზე დროის რეალურ რეჟიმში აგზავნის BLOCKCHAIN.GE-ის სისტემაში, მიღებული მონაცემებით კი მომხმარებელს BLOCKCHAIN.GE-ში ეხსნება ანგარიში.

3.1.4. მომხმარებელი ვალდებულია პირადი ანგარიშის დარეგისტირება განახორციელოს მომხმარებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობით დასაშვებობის შემთხვევაში და არსებული რეგულაციების დაცვით. ის ვალდებულია არ გამოიყენოს BLOCKCHAIN.GE-ის სისტემა კანონით აკრძალული ქმედებების განხორციელებისათვის. 

3.1.5. მომხმარებელი ვალდებულია პირადი ანგარიშის რესგისტრაციის პროცესში და შემდგომ, ნებისმიერ დროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს მიაწოდოს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია და წარუდგინოს შესაბამისი უფლებამოსილი საჯარო დაწესებულების მიერ გამოცემული, ვადიანი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში რეგისტრაციის იურისდიქციაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით კომპანიის რეგისტრაციისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

3.1.6. თუ მომხმარებელი თვლის, რომ მის შესახებ დაცული ან/და მის მიერ პირადი ანგარიშის რეგისტრაციის პროცესში ან/და მისით სარგებლობის ნებისმიერ ეტაპზე არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან არ არის სრული, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს BLOCKCHAIN.GE-ს აღნიშნულის შესახებ.

3.1.7. მომხმარებელი ვალდებულია გულდასმით გაეცნოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ გაგზავნილ მომსახურების ხელშეკრულებას და უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებისა და პირობების განუხრელად დაცვა.

3.1.8. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას კომპიუტერიული სისტემების გამოყენების უსაფრთხოების წესები, რაც გულისხმობს მომხმარებლის პირადი ანგარიშის საიდენტიფიკაციო მონაცემების დაცულობის, მომხმარებლის სახელისა და პაროლის, ტექნიკური მახასიათებლების ან შეღწევისთვის აუცილებელი სხვაგვარი ინფორმაციის არაუფლებამოსილი მესამე პირებისთვის გამჟღავნების აღკვეთას. ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის პირადი ანგარიშის აღდგენისთვის ან ვერიფიკაციისთვის მითითებული ელექტრონული ფოსტის, მობილური ტელეფონის ნომრის მიღწევადობა ან ამგვარი მიღწევადობის შეზღუდვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს. მომხმარებლის პირადი ანგარიშის ტექნიკური, სისტემური ან სხვაგვარი გაუმართაობის შემთხვევაში მიიღოს მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ზომა, მათ შორის, დაუყოვნებლივ დააფიქსიროს ხარვეზი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან.
 

3.1.9. მომხმარებელი ვალდებულია მის შესახებ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან შენახული პერსონალური მონაცემების უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით მიმართოს პროვაიდერს. ასევე, უფლებამოსილია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს მის შესახებ დაცული პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა ან დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: 

3.1.10. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მომხმარებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს BLOCKCHAIN.GE-ს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება BLOCKCHAIN.GE-ზე დაცული მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შენახვის პირობები განისაზღვრება ვირტუალური აქტივის პროვაიდერის მიერ შემუშავებული პოლიტიკით, კანონმდებლობის შესაბამისად..

 

 

4. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია

 

4.1. მომსახურების გაწევის მიზნებისთვის გამოითხოვოს, მიიღოს, შეაგროვოს, დაამუშაოს, შეინახოს, წაშალოს ან სხვაგვარად დაამუშაოს მომხმარებლების მიერ პირადი ანგარიშის რეგისტრაციისა და მომსახურების გაწევის ნებისმიერ ეტაპზე მიღებული პერსონალური მონაცემები. საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით აწარმოოს მომხმარებლის აუდიო, ვიდეო, ფოტო გადაღება და მონიტორინგი და ამგვარად შეგროვებული ინფორმაციის დამუშავება. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ მომხმარებლისგან ან პარტნიორი საჯარო ან/და კერძო ორგანიზაციებისგან მოპოვებას, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას, მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.

4.2. წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიზნებისთვის, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის კერძო ან/და საჯარო პარტნიორ დაწესებულებებს წარმოადგენენ BLOCKCHAIN.GE-ის პარტნიორი კომპანიები, რომელთან ერთადაც BLOCKCHAIN.GE-ი კომერციული კუთხით თანამშრომლობს, საზედამხედველო, მაკონტროლებელ ან/და სარეგისტრაციო ორგანოებს, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და მათ მიერ შექმნილ იურიდიულ პირებს, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ: საქართველოს ეროვნული ბანკი, სსიპ საქართველოს ფინანსური
 

მონიტორინგის სამსახური, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ შემოსავლების სამსახური და სხვა საგადასახადო ორგანოები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. საერთაშორისო და ადგილობრივ საგადახდო მომსახურების ოპერატორები, მათშორის, მაგრამ არამხოლოდ: საერთაშორისო და ეროვნული საგადახდო სისტემის ოპერატორები, პირდაპირი ჰოსტინგი, როდესაც საგადახდო პროვაიდერებს შორის ანგარიშსწორება ან ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მონაწილეობის გარეშე, მონაწილე საპროცესინგო კომპანიები ან/და კომერციული ბანკები.

4.3. წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტების მიზნებისთვის, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ან/და მისი პარტნიორი საჯარო ან/და კერძო დაწესებულებების მიერ მომხმარებლის, როგორც მონაცემთა სუბიექტის შესახებ ინფორმაცია მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი პერსონალური მონაცემებით: მომხმარებლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი ან/და მისი ელექტრონული პირადობის მოწმობის უნიკალური მახასიათებლები, რეგისტრირებული ან/და ფაქტიური საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის/მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მონაცემთა სუბიექტის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთები და მათი მახასიათებლები, დამსაქმებლის მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია დასაქმების პირობების შესახებ (დასაქმების ადგილი, ხელფასი, სამუშაო გრაფიკი და სხვა), საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში ანგარიშ(ებ)ის შესახებ ნებისმიერი მონაცემები. სხვადასხვა საგადახდო პროვაიდერებთან დაფიქსირებული მომხმარებლის ანგარიშის/აბონენტის მონაცემები (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ანგარიშის/აბონენტის ნომერი, მისამართი. სხვადასხვა ელექტრონულ არხებში ან/და ინტერნეტ სივრცეში გამჟღავნებული ნებისმიერი მონაცემი (მათ შორის და არამარტო მზა ჩანაწერები ე.წ. cookies და სხვა) და მონაცემთა სუბიექტისა ან/და მას მიერ მითითებული მესამე პირ(ებ)ის აქტივობა აღნიშნულ არხებში (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ასეთ არხ(ებ)ში დალოგინებისა და ჩატარებული ქმედებებისა თუ ტრანზაქციების ისტორია).

4.4. იმისათვის, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა სრულად და ჯეროვნად განახორციელოს მომსახურების გაწევა, მომსახურების მიღების და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მომხმარებელი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ანიჭებს გამოუთხოვად უფლებას, მონაცემთა სუბიექტის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე:

4.4.1. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მრავალჯერადად მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისთვის აუცილებელი, მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები.
 

4.5. თუ ვირტუალური გადაცემის მომსახურების განხორციელებისთვის განსაზღვრული ინფორმაცია მომხმარებლის მიერ გამოტოვებული ან არასრულია, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი ზომა: უარყოს გადაცემა ან დააბრუნოს გადაცემული ვირტუალური აქტივები ვირტუალური აქტივის გადაცემამდე ან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია აქტივის გადამცემისა და აქტივის მიმღების შესახებ.

4.6. მომხმარებლის მიერ გახსნილი ანგარიშიდან ჩამოაჭრას, გადარიცხოს ან დააკავოს მომსახურების ღირებულება, რაზეც მომხმარებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე დათანხმებით.

4.7. განსაზღვროს ან/და შეზღუდოს, მომხმარებლის მიერ ვირტუალური აქტივის კონვერტაციის, გადარიცხვისა და სხვა დაკავშირებული ოპერაციის განხორციელებისთვის დაშვებული საბანკო ანგარიშების სახეები, სავალუტო ერთეულები, ტრანზაქციის მაქსიმალური და მინიმალური ლიმიტები.

4.8. წინამდებარე ხელშეკრულებაში ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები და დამატებები, განახორციელოს დაზუსტებები ან ნებისმიერი რედაქტირება. განახლებული ვერსიას ვირტუალური აქტივის პროვაიდერი აქვეყნებს ოფიციალურ ვებ-გვერდზე () და ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 1 თვეში, თუ კანონმდებლობით უფრო მოკლე ვადა არ არის მითითებული.

4.9. შეიმუშაოს, განაახლოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა, მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, სისტემის წესები, ვებ-გვერდის მოხმარების პირობები ან საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პოლიტიკა ან/და პროცედურა, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი პოლიტიკებსა და პროცედურებს აქვეყნებს ოფიციალურ ვებ-გვერდზე () და ძალაში შედის მათი გამოქვეყნებიდან 1 თვეში, თუ კანონმდებლობით უფრო მოკლე ვადა არ არის მითითებული.

 

5. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი პასუხისმგებელია:

 

5.1. ნათლად და ეფექტურად განსაზღვროს მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა და ეს უკანასკნელი დაიცვან მესამე პირების უნებართვო წვდომისგან.

5.2. მომხმარებელთან კომუნიკაცია აწარმოოს ზუსტად, ნათლად, პროფესიონალურად და ისე, რომ შეცდომაში არ შეიყვანონ მომხმარებელი.

5.3. დაიცვას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაცია ნებისმიერი უნებართვო წვდომისაგან როგორც მესამე პირების, ასევე ბაზრის მონაწილის არაუფლებამოსილი პირებისგან;

5.4. მომსახურების     გაწევისას მოქმედებდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ მომხმარებლის კონკრეტული დავალების სპეციფიკის გათვალისწინებით. რაც მათ შორის მოიცავს მომსახურების გაწევის დროულ/სწრაფ აღსრულებას, დადასტურებასა და ანგარიშსწორებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
 

5.5. მომხმარებელს შესთავაზოს ვირტუალური აქტივის ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში ურთიერთგადაცვლის კურსი, მომსახურების შესრულების დრო და ვადები, მომსახურების საკომისიო განაკვეთი და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ანაზღაურების სხვა ნებისმიერი პირობა.

 

 

 

6. ვირტუალური აქტივის მომსახურების განსაკუთრებული პირობები

6.1. ვირტუალური აქტივის მომსახურების მიღების მიზნით, მომსახურების შინაარსიდან გამომდინარე, მომხმარებელი უფლებამოსილია BLOCKCHAIN.GE-ის პირად ანგარიშზე განახორციელოს სასურველი ფულადი სახსრების განთავსება ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლის მიზნით. ფულადი სახსრების შემოტანა ასევე შესაძლებელია საბანკო ანგარიშებიდან და VISA/MasterCard საგადახდო ბარათებით.

6.2. ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის ვირტუალური აქტივის პროვაიდერის ან ტრანზაქციის დამუშავებასა და შესრულებაში ჩართული მესამე პირების მიერ დადგენილი საკომისიოების, მოსაკრებლების ან/და სხვა გადასახდლების შეახებ ინფორმაცია წინასწარ ცნობილია მომხმარებლისთვის და წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით იგი ადასტურებს მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების თაობაზე ინფორმირებისა და თანხმობის ფაქტს.

6.3. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი, მომხმარებლის მიერ ინიცირებული მომსახურების შესრულებას უზრუნველყოფს ამგვარი დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 48 (ორმოცდარვა) საათისა, რის შემდეგაც ტრანზაქციის შედეგები აისახება მომხმარებლის პირად ანგარიშზე.

6.4. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ განხორციელებული მომსახურების ისტორიის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობას. მომხმარებლის მოთხოვნისთანავე პროვაიდერი გადასცემს პირადი ანგარიშის ამონაწერს პროვაიდერის მიერ დადგენილი ტარიფებით განსაზღვრული საკომისიო მოსაკრებლის საფასურად (ან მის გარეშე). ამონაწერის მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის მიუღებლობის შემთხვევაში, მასში არსებული ინფორმაციის სისწორე ითვლება დადასტურებულად.

6.5. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი იტოვებს უფლებას მომხმარებლის მიერ ინიცირებული მომსახურების გაწევისას, პროვაიდერის ანგარიშზე ან/და მომხმარებლის პირად ანგარიშზე მომხმარებლის მომსახურე პირის მიერ ან სხვა ტექნიკური მიზეზებით გამოწვეული ხარვეზის შემთხვევაში, მომსახურების ინიცირების, შესრულების ან კონვერტაციისთვის განკუთვნილი თანხების გადმორიცხვის შეფერხების, დაუარების ან სხვაგვარ ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შემთხვევაში, პროვაიდერის მიერ მიმდინარე ან/და დასრულებული ტრანზაქციის ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს მომხმარებლის პირად ანგარიშზე რიცხული თანხა ან ვირტუალური აქტივები. მომხმარებლის პირად ანგარიშზე რიცხული თანხის ან ვირტუალური აქტივის არარსებობის შემთხვევაში, პროვაიდერი უფლებამოსილია მომხმარებელს მოსთხოვოს, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია განახორციელოს, მომსახურების განხორციელებისთვის განკუთვნილი თანხების ანაზღაურება  შეტყობინებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში.

6.6. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი თავისუფლდება მომხმარებლის მიერ ინიცირებული ტრანზაქციის განხორციელების ვალდებულებისგან, თუ ამგვარი შესრულება ეწინააღმდეგება:

6.6.1. მომხმარებლის მიმართ შემოღებულ ეროვნულ ან საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს.

6.6.2. მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა შეუთავსებელია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებს.

6.6.3. საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებს.

6.6.4. წინამდებარე ხელშეკრულებასა და პროვაიდერის მიერ დადგენილ პოლიტიკებსა და ფინანსურ ლიმიტებს.

6.6.5. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

6.6.6. მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა შეუთავსებელია ვირტუალური აქტივის პროვაიდერის მიერ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებულ შიდა წესებისა და რეგულაციებთან.

 

7. ვებ-გვერდის მომხმარების პირობები

7.1. ვირტუალური აქტივის პროვაიდერის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მიღებულია იმ წყაროებიდან, რომლებსაც ვირტუალური აქტივის პროვაიდერი სანდოდ მიიჩნევს. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი და მესამე პირები არ იძლევიან არანაირ გარანტიას ან პირობას, არც ნაგულისხმევს და არც პირდაპირს, იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ამ ვებგვერდზე განთავსებული ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაცია სწორი, სრული ან განახლებული. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ეს ვებგვერდი ან მისი მეშვეობით მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე.

7.2. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც რჩევა ან თხოვნა პროდუქტის, მომსახურების ან ფინანსური პროდუქტის ყიდვის ან გაყიდვის თაობაზე ან/და როგორც მომსახურების მომწოდებლის რეკომენდაცია, თუ თავად მომსახურების მომწოდებელი აშკარად არ იუწყება საწინააღმდეგოს.

7.3. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი არ მიაწვდის ამ პროდუქტებს და მომსახურებებს ნებისმიერ პირს, თუ პროვაიდერის აზრით (და იმ პირობით, რომ პროვაიდერი არ არის ამის შემოწმებაზე ვალდებული) ამ მომსახურებების მოწოდებით დაირღვევა აღნიშნული პირის ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა ან წესები ან სხვა დაკავშირებული კანონმდებლობა.

7.4. მომხმარებელს ეკრძალება ვირტუალური აქტივის პროვაიდერის სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად
 

შედის ჩვენ სისტემებში არაუფლებამოსილი შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება.

7.5. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს იმაზე, რომ ვირტუალური აქტივის პროვაიდერს უფლება გვაქვს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გაუმჟღავნოს, გადასცეს ან/და მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაცია გადაამოწმოს/მიიღოს მესამე პირებთან. ვებგვერდით სარგებლობისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ვირტუალური აქტივის პროვაიდერის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც ასევე განთავსებულია წინამდებარე ვებგვერდზე.

7.6. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაციის გადაცემაზე და მიწოდებაზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან ნებისმიერი ქვეყნის გავლით, როგორც ვირტუალური აქტივის პროვაიდერი ჩათვლის საჭიროდ ან მიზანშეწონილად. მომხმარებლის მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა მომხმარებლის მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.

7.7. ამ ვებგვერდით სარგებლობა შეიძლება დაექვემდებაროს მონიტორინგს და ჩაწერას. ნებისმიერი პირი, რომელიც იყენებს ამ ვებგვერდს მკაფიოდ გამოხატავს თავის თანხმობას ასეთ მონიტორინგზე და ჩაწერაზე.

7.8. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს ვებგვერდზე განთავსებულ წინამდებარე მოხმარების წესების და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმდინარე ვერსიებს ვებგვერდზე მუშაობის თითოეული შემთხვევისას.

7.9. ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი. იგი მიიჩნევა სანდოდ, მაგრამ ვირტუალური აქტივის პროვაიდერი არ იძლევა გარანტიას მის სისრულეზე, დროულობაზე და სისწორეზე. მომხმარებელი ეცნობა, იყენებს და ენდობა ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით.

7.10. ამ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის შეფასებისას მომხმარებელს ეძლევა რეკომენდაცია ითხოვოს პროფესიონალების რჩევა საჭიროების მიხედვით. ამ ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს შეთავაზებას ან რჩევას, რომ მომხმარებელმა შეიძინოს რაიმე აქცია, სხვა ფასიანი ქაღალდი ან ნებისმიერი სხვა ფინანსური დოკუმენტი და არ არის გამიზნული იმისათვის, რომ მომხმარებელს მიაწოდოს რაიმე საინვესტიციო ხასიათი მომსახურება ან რჩევები ინვესტირებასთან დაკავშირებით რომელიმე ქვეყანაში ან ტერიტორიაზე.

7.11. ადამიანური თუ მექანიკური შეცდომების დასაშვებობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვებგვერდის შინაარსი მოწოდებულია არსებული ფორმით. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი, პროვაიდერთან აფილირებული პირები ან მესამე პირები არ იძლევიან არანაირ გარანტიას და პირობას ვებგვერდთან ან მის შემცველობასთან დაკავშირებით. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი, პროვაიდერთან აფილირებული პირები და მესამე პირები გათავისუფლებული არიან ყოველგვარი გარანტიის ან პირობის მიცემის ვალდებულებისგან ამ ვებგვერდთან დაკავშირებით, მათ შორის ყოვეგვარი ნაგულისხმევი გარანტიებისგან რაც ეხება სყიდვითვარგისიანობას, მესამე პირის უფლებების შესაძლო დარღვევას. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი, პროვაიდერთან აფილირებული პირები ან მესამე პირები არ იძლევიან არანაირ გარანტიას ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის
 

და მასალების სისწორეზე, ადეკვატურობაზე ან სისრულეზე და გარკვევით უარს აცხადებენ ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე რაც ეხება ამ მასალებში ან ინფორმაციაში შეცდომებს ან უზუსტობებს. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი, პროვაიდერთან აფილირებული პირები ან მესამე პირები პასუხს არ აგებენ ამ ვებგვერდის შეფერხებებზე, კომპიუტერულ ვირუსებზე, მავნე კოდებზე და ვებგვერდთან დაკავშირებულ სხვა დეფექტებზე, შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ გამოყენებულ ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამას (Browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის, და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენ მიერ არ ან ვერ კონტროლირებადი მიზეზებით. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი პასუხს არ აგებს დანახარჯებზე, დანაკარგებზე, ზიანზე (მათი ხასიათის მიუხედავად, იქნება ეს პირდაპირი, არაპირდაპირი, განსაკუთრებული, დამახასიათებელი, გამომდინარე თუ სადამსჯელო ან საჯარიმო დანაკარგებზე, მათ შორის და არა მხოლოდ ფინანსურ ზიანზე და განაცდურზე) ან მიუღებელ შემოსავალზე , თუ ეს ნებისმიერი ფორმით გამომდინარეობს ამ ვებგვერდზე შესვლის, მისით სარგებლობის ან ვერსარგებლობის შედეგად, მიუხედავად იმისა, გვეცნობა თუ არა ჩვენ ასეთი დაზიანებების მოხდენის შესაძლებლობაზე და მიუხედავად საქმის მსვლელობის ფორმისა, ეფუძნება იგი ხელშეკრულების, გარანტიის, კანონისმიერ ვალდებულების (დაუდევრობის ჩათვლით) თუ სხვა საფუძველს.

7.12. ვირტუალური აქტივის პროვაიდერი და მესამე პირები, თუ ეს პირდაპირ არის მითითებული, ინარჩუნებენ საკუთრების უფლებას, საავტორო უფლებას © და ვებ- გვერდთან დაკავშირებულ ყველა არაქონებრივ უფლებას.

7.13. აკრძალულია ვირტუალური აქტივის პროვაიდერის ვებგვერდის შემცველობის, მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოქვეყნება, რეპროდუქცია, გადაცემა ან შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკუთრების უფლების, საავტორო უფლების ან სხვა არაქონებრივი უფლების მფლობელმა მისცა თანხმობა შესაბამის ქმედებაზე. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. დასაშვებია ვებგვერდის შემცველობის ციტირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება. ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნები და ლოგოები შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გამოქვეყნებული ან გავრცელებული უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშეც თუ ეს დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობით.

7.14. ვებგვერდზე არსებული ფორუმების, სასაუბრო (ჩეთის) ოთახების, დებატების და სხვა მისთანას მონაწილეებმა შეიძლება წარმოადგინონ მხოლოდ ის მასალები, რომლებზეც ისინი ფლობენ საავტორო უფლებას ან რომლებზეც სხვა გზით მოიპოვეს ეს უფლება. მიიჩნევა, რომ მონაწილე, რომელიც წარმოადგენს მასალას, და როდესაც წარმოადგენს მასალას, თანხმობას აცხადებს ვირტუალური აქტივის პროვაიდერის მიერ ამ მასალის შენახვაზე, გავრცელებაზე ან გამოქვეყნებაზე, ელექტრონულად ან სხვა ფორმით.

7.15. მომხმარებელი თავადაა პასუხისმგებელი სატელეფონო, კომპიუტერული, პროგრამული და სხვა აღჭურვილობის ქონაზე და გამოყენებაზე, რაც საჭიროა ვირტუალური აქტივის პროვაიდერის ვებგვერდზე შესასვლელად და მისით სარგებლობისთვის. ვებგვერდზე დაშვება შეიძლება ზოგჯერ იყოს შეუძლებელი, ფერხდებოდეს, იზღუდებოდეს ან შენელდეს ქვემოთ ჩამოთვლილი, და არა მხოლოდ, მიზეზებით:
 

7.15.1. აღჭურვილობის გაუმართაობა, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების (მათ შორის მომხმარებლის კომპიუტერის), სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობა;

7.15.2. პროგრამების გაუმართაობა, მათ შორის და არა მხოლოდ, პროგრამული “ხოჭოები” (bugs), შეცდომები (errors), ვირუსები, კონფიგურაციის პრობლემები, სისტემების, დამხმარე პროგრამების (utilities) და შემსრულებელი პროგრამების (applications) ურთიერთშეუთავსებლობა, ქსელთაშორისი დამცავი (firewalls) და შემმოწმებელი პროგრამების (screening programs) მუშაობა, არაწაკითხვადი კოდები ან უწესივრობა ცალკეულ დოკუმენტებში ან სხვა შიგთავსში;

7.15.3.       სისტემის გადატვირთულობა;

7.15.4. ზიანი, რომელიც გამოწვეულია უამინდობით, მიწისძვრით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, სტიქიური მოვლენებით, უბედური შემთხვევით, ხანძრით, წყლის გაყვანილობის დაზიანებით, აფეთქებით, მექანიზმის ავარიით ან ბუნებრივი კატასტროფებით;

7.15.5. ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით;

7.15.6.     მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით;

7.15.7. მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით; ან

7.15.8. ნებისმიერი სხვა მიზეზით (იქნება ეს ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი თუ არამსგავსი), რომელიც არ არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი.

7.16. თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ანდა თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, მომხმარებელმა შესაძლოა ვერ შეძლოს ტრანზაქციებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მითითებების მიცემა ან ეს მითითებები შეიძლება არ შესრულდეს სათანადოდ ან მომხმარებელმა ვერ შეძლოს ინფორმაციის დროულად მიღება.

7.17. მომხმარებლის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ტრანზაქციის შესრულების პროცესში, ამგვარი ოპერაციებისთვის აუცილებელი კავშირგაბმულობის შეწყვეტის ან შეფერხების შედეგად მომხმარებლის მიერ განცდილ ზიანზე ვირტუალური აქტივის პროვაიდერი სრულიად იხსნის პასუხისმგებლობას.

7.18. ვირტუალური აქტივის პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის მესამე პირების ვებგვერდებთან ბმულების შეთავაზება, არ ნიშნავს, პროვაიდერის მხრიდან რეკომენდაციას გაწევას ამ ვებგვერდებზე ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტების, მომსახურებების, მოსაზრებების, იდეების ან ინფორმაციის თაობაზე. ამ ბმულების გამოყენებისას მომხმარებელი მოქმედებს მხოლოდ საკუთარი რისკით და პროვაიდერი არ იღებს არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ამ ვებგვერდების შემცველობაზე, გამოყენებაზე ან ხელმისაწვდომობაზე. თუ მომხმარებელი გადაწყვეტს ისეთ ვებგვერდზე გადასვლას, რომელიც პროვაიდერის კონტროლს არ ექვემდებარება, პროვაიდერი არ იძლევა არანაირ გარანტიას, პირდაპირს თუ ნაგულისხმევს, მომხმარებლის მიერ ასეთი საიტის გამოყენებასთან ან გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, საიტის შემცველობასთან დაკავშირებით, მათ შორის მის სისწორესთან, სისრულესთან, სანდოობასთან ან რაიმე კონკრეტული მიზნით ვარგისიანობასთან დაკავშირებით; ასევე, პროვაიდერი არ
 

იძლევა გარანტიას, რომ ეს ვებ-გვერდი ან მისი შემცველობა თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. პროვაიდერი ასევე არ იძლევა გარანტიას, რომ ასეთი საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. პროვაიდერი არ იძლევა გარანტიას ინტერნეტში არსებული დოკუმენტების ნამდვილობაზე. პროვაიდერი აცხადებს რომ მას არ შეუმოწმებია ასეთი ვებგვერდების შემცველობის სინამდვილე, სისწორე, გონივრულობა, სანდოობა ან სისრულე.

7.19. ვინაიდან, მესამე პირების ვებვერდებს შეიძლება ჰქონდეთ პროვაიდერის ვებგვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლის პირად ინფორმაციას.

7.20. ვინაიდან, პროვაიდერის ვებგვერდი ძირითადად გამიზნულია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ბაზარზე ინვესტირებით ან მომსახურების მიღებით ვებ-გვერდზე რეკლამირებული  საინვესტიციო პროდუქტები და მომსახურებები, როგორც ასეთი, შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს ტერიტორიის გარეთ მყოფი კერძო მომხმარებლებისთვის ან შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი საგადასახადო და სხვა თვალსაზრისით.

7.21. საინვესტიციო რეკლამების ან/და განცხადებების ხასიათისა და შინაარსის მიხედვით, რომლებიც დროდადრო შეიძლება დაიდოს ვებგვერდზე, მომხმარებელი აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს, რომ მას შეიძლება დაგჭირდეს დამატებითი კონსულტაციის ან რჩევების მიღება სამართლის, საგადასახადო ან ინვესტირების სპეციალისტებისგან.

7.22. ვებგვერდი და მისი მოხმარების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, მომხმარებელი ცხოვრობს თუ არა საქართველოში.

7.23. ვებგვერდი არ ეხება და არ არის გამიზნული გასავრცელებლად ან გამოსაყენებლად ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი განსჯადობის ტერიტორიაზე ან ქვეყანაში, სადაც ამ ვებგვერდის გამოქვეყნება ან ხელმისაწვდომობა ან/და ასეთი გავრცელება ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას ან წესებს. თუ მომხმარებელი განიზრახავს ინფორმაციის მიღებას ამ ვებგვერდიდან, თქვენვე იქნებით პასუხისმგებელი ყველა შესაბამისი ადგილობრივი, საერთო- სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე და ასეთ განსჯადობის ტერიტორიებზე მომხმარებლის მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა იქნება მხოლოდ მომხმარებლის რისკზე. მომხმარებლი უფლებამოსილია კონკრეტული გარემოებების შესაბამისი სახელმძღვანელო რჩევების მისაღებად დაუკავშირდეს საკუთარ იურიდიულ მრჩეველს.

 

8. პირადი ანგარიშის დამატებითი პირობები

 

8.1. მომხმარებლის პირად ანგარიშზე არსებული რიცხული ვირტუალური აქტივის ნაშთის შესაბამისი ოდენობა ეკუთვნის BLOCKCHAIN.GE-ს და ინახება: ა) BLOCKCHAIN.GE -ის საკუთრებაში არსებულ „ამაზონის“ ან/და მსგავსი მასშტაბის სანდო კომპანიების მიერ ადმინისტრირებად სერვერებზე ევროპაში; ბ) BLOCKCHAIN.GE საკუთრებაში არსებულ ე.წ. ცივ საცავებში (Cold Storage). გ) საერთაშორისო კრიპტოვალუტების გადამცვლელებთან, მათ მიერ ადმინისტრირებად სერვერებზე.

8.2. BLOCKCHAIN.GE-ი ვირტუალური აქტივის გადამცვლელებს არჩევს მათი რეპუტაციის, სიდიდის, ხელსაყრელი კომერციული პირობების (რომელიც როგორც წესი უკეთესია მსხვილ კრიპტოვალუტების გადამცვლელებთან), რეგულატორული ხარისხის (სხვა თანაბარ პირობებში, რაც უფრო მაღალია რეგულატორული გარემო, რომელშიც ოპერირებს ვირტუალური აქტივის გადამცვლელი, მით უფრო დაცულია ვირტუალური აქტივის გადამცვლელებთან არსებული მომხმარებლის სახსრები), ტექნიკურ-ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ხარისხის, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს განხორციელებული ტრანზაქციების სისწრაფეს და მათ უსაფრთხოებას) და სხვა სახის საჯარო ინფორმაციის შეფასების საფუძველზე.

8.3. მიუხედავად პროვაიდერის მცდელობებისა პარტნიორად შეარჩიოს უსაფრთხო და სანდო ვირტუალური აქტივის გადამცვლელი, იქიდან გამომდინარე, რომ გლობალურად, ვირტუალური აქტივების გადამცვლელების საქმიანობა არ ექვემდებარება სათანადო რეგულაციებს და ასევე შეზღუდულია წვდომა მათ საერთაშორისო სტანდარტებით აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებზე, პროვაიდერი არ იძლევა გარანტიას და იხსნის პასუხისმგებლობას ამგვარი ვირტუალური აქტივების გადამცვლელების სამომავლო ლიკვიდურობისა და გადახდისუნარიანობის ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემების ჰაკერულ თავდასხმების წინააღმდეგ მდგრადობასთან დაკავშირებით (რისი ალბათობაც სხვა თანაბარ პირობებში უფრო მაღალია მსხვილი ვირტუალური აქტივების გადამცვლელების შემთხვევაში).

8.4. მოულოდნელი შემთხვევების დროს, როგორიც არის ჰაკერული შეტევა ვირტუალური აქტივის გადამცვლელებზე ან/და მათი სერვერების უსაფრთხოების სხვაგვარი დარღვევა, ვირტუალური აქტივის პროვაიდერი იხნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიადგეს მის კლიენტებს ასეთი შემთხვევის დადგომით. მოხმარებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს პროვაიდერთან არსებულ პირად ანგარიშზე რიცხული ვირტუალური აქტივის ნაშთის შესაბამისი ოდენობის მთლიანად ან ნაწილობრივ გაყიდვა და ბლოკჩეინის ვებ-გვერდზე არსებული კურს(ებ)ით ან/და მისი სხვა უცხოურ სერვერებზე არსებულ ციფრულ მისამართზე გადარიცხვა, ხოლო პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის ასეთი დავალებიდან გამომდინარე გადაურიცხოს მომხმარებელს პროვაიდერის პირად ანგარიშზე მფლობელობაში არსებული დავალების შესაბამისი ვირტუალური აქტივი მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ უცხოურ სერვერებზე არსებულ ციფრულ მისამართზე ან გაყიდოს/დააკონვერტიროს ვირტუალური აქტივი პროვაიდერის ვებ- გვერდზე არსებული კურს(ებ)ით მომხმარებლის მიერ გაცემულ დავალებაში მოთხოვნილ ვალუტაში და ჩაურიცხოს მომხმარებელს ამ კრიპტოვალუტის გაყიდვიდან/კონვერტაციის შედეგად მიღებული ფულადი სახსრები მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
 

8.5. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი იღებს პროვაიდერთან არსებულ პირად ანგარიშზე ვირტუალურ აქტივს, მიღებული ვირტუალური აქტივი მომხმარებლის უპირობო თანხმობის საფუძველზე მომენტალურად გადადის პროვაიდერის საკუთრებაში ზემოთაღნიშნულ სერვერებზე ან/და კრიპტოვალუტების გადამცვლელების ადმინისტრირებად სერვერებზე ან/და ცივ საცავებში (Cold Storage) შენახვის მიზნით. ამასთან, მომხმარებლის პირად ანგარიშზე მიღებული ვირტუალური აქტივის ოდენობის შესაბამისი ნაშთი მომხმარებელს აესახება პროვაიდერთან შექმნილ პირად ანგარიშზე, მანამ სანამ პროვაიდერი მომხმარებლისგან არ მიიღებს დავალებას გადარიცხვის ან გაყიდვის შესახებ;

8.6. მომხმარებელი მხოლოდ თავად არის უფლებამოსილი ისარგებლოს პროვაიდერთან არსებული პირადი ანგარიშით ან/და კაბინეტით და მიიღოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება.

8.7. მომხმარებელი ვალდებულია არ გადასცეს წვდომა სხვას/მესამე პირს ან მის სასარგებლოდ/დავალებთავით შეასრულოს ოპერაციები/შექმნას ანგარიში პირადი ანგარიში.

8.8. მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად მომხმარებლის პირადი ანგარიში შესაძლებელია მოიცავდეს ქვეანგარიშებს/ანგარიშებს ლარში, აშშ დოლარში და ევროში ან/და სხვა ვალუტებში, რომლებსაც პროვაიდერი დროდადრო გახდის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს. მომხმარებელი უფლებამოსილია უფასოდ გახსნას ასეთი ქვეანგარიშები ერთ ან მეტ ვალუტაში (ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე);

8.9. ვირტუალური აქტივის პროვაიდერის მიერ დადგენილი პროცედურებით მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის გახსნის შემდეგ დაგენირდება ERC20, TRC20, Litecoin, Bitcoin, ან/და პროვაიდერის მიერ შეთავაზებული სხვა ვირტუალური აქტივზე დაფუძნებული მისამართი. შეთავაზებულ ბლოკჩეინებზე განთავსებული ვირტუალური აქტივის გადაცვლასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელება შესაძლებელია ლარში, აშშ დოლარსა და ევროს ვალუტებში. მომხმარებელი უფლებამოსილია გამოიყენოს ვირტუალური აქტივის პროვაიდერის მიერ შეთავაზებული ინსტრუმენტები, მათ შორის: პირდაპირი დებეტი, მომსახურე საგადახდო პროვაიდერის VISA\MasterCard ბარათები.

8.10. მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს გარკვეული მომსახურებები მხოლოდ იმ ვალუტაში, რომელშიც დენომინირებულია შესაბამისი ქვეანგარიშები/ანგარიშები. თუ, შესაბამის ქვეანგარიშზე/ანგარიშზე არსებული ნაშთი არ არის საკმარისი მომხმარებლის სასურველი ოპერაციის განსახორციელებლად, მომხმარებელი უფლებამოსილია გააკეთოს მისი თანხების კონვერტაცია მისი სხვა ქვეანგარიშიდან/ანგარიშებიდან, რა შემთხვევაშიც გამოიყენება აღნიშნული კონვერტაციის პერიოდისთვის პროვაიდერის მიერ განსაზღვრული ვალუტის ან/და ვირტუალური აქტივის გადაცვლითი კურსი;

8.11. მომხმარებლის პირად ანგარიშზე არსებულ ფულად ან/და ვირტუალური აქტივის ნაშთ(ებ)ზე მომხმარებელს არ ერიცხება საპროცენტო სარგებელი;
 

8.12. მომხმარებელს, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ან მასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელების მიზნებისთვის, პირად ანგარიშზე განთავსებული უნდა გააჩნდეს თავისუფალი სახსრები.

8.13. მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიღების ან პირადი ანგარიშის მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციაზე, რომლებიც განხორციელდა პირად ანგარიშის დახურვამდე ან დახურვის შემდეგ, ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

8.14. მომხმარებელს ეკრძალება პროვაიდერთან რეგისტრირებული პირადი ანგარიშის მეშვეობით განახორციელოს ნებისმიერი ტრანზაქცია რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას, მათ შორის მაგრამ არამხოლოდ დაკავშირებულია შემდეგი საგნების შეძენის, გასხვისების ან სხვაგვარად რეალიზაციის გზით ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან:

8.14.1.     ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები;

8.14.2. ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა;

8.14.3. იარაღი და დანები;

8.14.4. საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;

8.14.5. პორნოგრაფიული მასალა;

8.14.6.  მთავრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ლიცენზიები, ასევე რეპროდუქცია და ინოვაციის ნიმუშები;

8.14.7. არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;

8.14.8. მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები;

8.14.9. საქონელი ან მომსახურება, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას;

8.14.10.   თაღლითური სატელეფონო ცენტრების საქმიანობა (ე.წ. call center);

8.14.11. ონლაინ ფიშინგი ან სხვაგვარი საბარათე და გადახდის საშუალებებიდან თანხის თაღლითური გზით დაუფლების სქემები.

8.14.12.   ე.წ. Darknet-ში განხორციელებული ტრანზაქციები.

8.15. პროვაიდერი უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წინამდებარე ხელშეკრულების 8.13. პუნქტში მოცემული მომსახურებების, ან ვებ-გვერდზე ან/და დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ში განთავსებულ მისაღებ მომსახურებათა შორის განთავსებით გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორიები;

 

9. ხელშეკრულების შეწყვეტის წესი

9.1. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება პროვაიდერის წინაშე არსებული ფულადი (მათ შორის მიმდინარე დავალიანების) ან/და არაფულადი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, პროვაიდერის იურიდიულ მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სერვის ცენტრში წერილობითი შეტყობინების
 

ჩაბარებით, პორტალზე შესაბამისი განცხადების ატვირთვით. მომხმარებლის მხრიდან ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს პროვაიდერისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელების სრულად და ჯეროვნად ანაზღაურებას. ამგვარი ანაზღაურება ავტომატურად არ იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას.

9.2. მომხმარებელი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინებაში მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

9.2.1. სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

9.2.2. პირადი ნომერი და პირადი ანგარიშის ნომერი;

9.2.3. ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

9.2.4. განცხადების შედგენის დრო და ადგილი;

9.2.5. კლიენტის სახელი და გვარი გარკვევით, ხელმოწერა;

9.3. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ იგივე მომხმარებლის მიერ ხელახალი რეგისტრაცია განიხილება, როგორც პირველადი რეგისტრაცია, რის გამოც მასზე არ გავრცელდება აქციის ფარგლებში მომსახურებებით გათვალისწინებული ან/და ნებისმიერი სხვა დისკრეციული შეღავათები/ფასდაკლება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

9.4. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

9.4.1. პროვაიდერისთვის ცნობილი ხდება, რომ მომხმარებლის მიმართ ეროვნული ან საერთაშორისო ფინანსური სანქციების შემოღების შესახებ ინფორმაცია.

9.4.2. მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა შეუთავსებელია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებით.

9.4.3. მომხმარებლის მხრიდან პროვაიდერის მიერ დადგენილი მომსახურების პირობებისა და შიდა პოლიტიკის დარღვევის შემთხვევაში.

9.4.4. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

9.5. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში პროვაიდერი გათავისუფლდება პირობების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებებისაგან მომხმარებლის წინაშე;

 

 

 

10. განცხადებები და გარანტიები

 

10.1. მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

10.1.1. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის დროისათვის არის/იქნება ქმედუნარიანი (მათ შორის, შექმნილი კანონმდებლობით დადგენილი წესით);

10.1.2. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;

10.1.3. მომავალში დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების
 

მიზნით მის მიერ მოპოვებული იქნება ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;

10.1.4. ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება იდება/დაიდება მის მიერ ნებაყოფლობით, მომხმარებლის ან მესამე პირის მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე;

10.1.5. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადება და შესრულება არ იწვევს/გამოიწვევს იმ სახელშეკრულებო, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო), საკანონმდებლო ან/და სხვა ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაზეც ის პასუხისმგებელია;

10.1.6. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის მომენტისათვის, ის არ მონაწილეობს არც ერთ დავაში (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის ან სხვა სახით), რითაც საფრთხე ექმნება მის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

10.1.7. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება საკუთარ წესდებასთან ან/და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტთან და ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;

10.1.8. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და მოქმედების მთელი პერიოდისათვის იგი იცავს და დაიცავს ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა გარიგების პირობებს, ან/და სხვა ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;

10.1.9. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას;

10.1.10. მისთვის ცნობილია, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის პოლიტიკა მკაცრად კრძალავს დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის მონაწილეობას იმგვარ ქმედებებში, რაც გულისხმობს ღირებულების მქონე რაიმე ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შეთავაზებას ან მიღებას (პირდაპირ თუ არაპირდაპირ), ამა თუ იმ პირის, გამყიდველის, მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ან
 

მისი კლიენტის მიერ სარგებლის მიღების, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების განხორციელების მიზნით.

10.1.11. მას (მათ შორის არც მის დირექტორს, უფლებამოსილ პირს, წარმომადგენელს, თანამშრომელს ან სხვა პერსონალს) ან მასთან დაკავშირებული პირს ან/და მის აფილირებულ პირს:

10.1.11.1. პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუხდია ან მიუღია (ან ჩართულა რაიმე გარიგებაში, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხადოს ან მიიღოს), ნებისმიერი უკანონო ან/და დაფარული საკომისიო, ქრთამი, სასყიდელი ან ანაზღაურება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ხელშეკრულებას ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებას; ან/და

10.1.11.2. არ განუხორციელებია რაიმე ქმედება (ფარული შეთანხმების ჩათვლით), რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ნასყიდობის პროცესზე ან ხელშეკრულების დადებაზე, რომლის მიზანია ფასების ხელოვნური რეგულირება ან/და არაკონკურენტული გარემოს შექმნა; ან/და

10.1.11.3. არ შეუთავაზებია ან მიუღია ღირებულების მქონე რაიმე ნივთი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა გამყიდველის, მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ქმედებებზე, ასევე რომელიმე ზემოაღნიშნული პირის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მუქარას მისი ქონების ან რეპუტაციის მიმართ, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების განხორციელების მიზნით.

10.1.11.4. სხვაგვარად არ ყოფილა ჩაბმული ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

10.1.12. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის პოლიტიკის, ეროვნული და საერთაშორისო მოქმედი კანონმდებლობისა ან ნებისმიერი ზემოაღნიშნული დებულების დარღვევა გამოიწვევს მისი განაცხადის დაუყოვნებლივ დაუარებას, პირადი ანგარიშის გაუქმებას ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შეწყვეტას. ამასთან, ამგვარი დაუარება ან პირადი ანგარიშის გაუქმება ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამორიცხავს მომხმარებლის ან/და მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის პასუხისმგებლობას და შესაბამის სანქციებს, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით (მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც).

10.1.13. მომხმარებლის აღნიშნული განცხადებები და გარანტიები ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
 

10.1.14. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან და გარანტიებთან ან/და გამოიწვიოს მათი დარღვევა; ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას.

10.1.15. მხარეები აცხადებენ და აცნობიერებენ, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი მხოლოდ მომხმარებლის ზემოაღნიშნული განცხადებების და გარანტიების საფუძველზე და მათზე დაყრდნობით დებს/დადებს და შეასრულებს ხელშეკრულებას ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებას.

 

11. ფორს-მაჟორი

 

11.1. მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორით;

11.2. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორი წარმოადგენს დაუძლეველი ძალას, რომელიც დგება მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად და ატარებს წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს, მათ შორის მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ომი, საგანგებო მდგომარეობა, პანდემია, ეპიდემია, კარანტინი, აგრეთვე სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან იწვევს არათანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად;

11.3. თუ ერთ-ერთი მხარე ფორსმაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან;

11.4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორსმაჟორის მოქმედების დასრულებისთანავე;

 

 

12. მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობები

12.1. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები:

12.2. უფლებამოსილნი არიან სრულად და ჯეროვნად ისარგებლონ ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ)ით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით;

12.3. მოვალენი არიან სრულად და ჯეროვნად შეასრულონ ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები.
 

 

 

13. დავათა გადაწყვეტა

13.1. ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზიები მხარეებმა შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით. პრეტენზიის მიმღები მხარე ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს წამოყენებული პრეტენზია, ან წერილობით აცნობოს მეორე მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

13.2. ნებისმიერი კორესპონდენცია, რომელიც ხორციელდება მხარეებს შორის ამავე ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტების მეშვეობით, იურიდიული ძალის მქონეა და გააჩნია ისეთივე ძალა, როგორიც მატერიალური სახით ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ შეტყობინებას. ასევე, მხარეები ადასტურებენ, რომ ვირტუალური აქტივის პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად მისი გაგზავნის დღიდან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა დადასტურებული მისი მიღება მომხმარებლის მიერ.

13.3. მომხმარებელი ვალდებულია ვირტუალური აქტივის პროვაიდერს აცნობოს მის მიერ რეგისტრაციის მომენტში მითითებული ელექტრონული ფოსტის ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

13.4. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით) წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვირტუალური აქტივის პროვაიდერის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

13.5. ვირტუალური აქტივის პროვაიდერის წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ ამ ვებგვერდის წვდომასა და მისით სარგებლობასთან, ასევე ამ მოხმარების წესების ან/და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებთან, მომხმარებლის მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.

13.6. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს საქართველოში არსებული სასამართლოების განსჯადობასა და ადგილმდებარეობაზე იმ თვალსაზრისით, რომ ვირტუალური აქტივის პროვაიდერი თავის ყოველგვარი სარჩელს მომხმარებლის წინააღმდეგ, რაც წარმოიშვება ან დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ ვებგვერდის წვდომასთან ან მისით სარგებლობასთან და ამ მოხმარების წესების ან/და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებთან, წარუდგენს საქართველოს სასამართლოებს.

 

14. სხვა პირობები

14.1. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის
 

გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.

14.2. ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება ხელშეკრულებით, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.

14.3. ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ ნიშნავს მასზე უარის თქმას, ის არ გავრცელდება ხელშეკრულების, მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.

14.4. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.

14.5. ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებაში მხოლობით რიცხვში გამოყენებული ტერმინები გულისხმობს მრავლობითს და პირიქით.

14.6. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.

14.7. ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაში გამუქებული ტექსტი მოყვანილია განმარტებულ ტერმინთა გამოსაყოფად, მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.

14.8. ხელშეკრულების დანართსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის მოქმედება. ამასთან, ხელშეკრულების და ხელშეკრულების დანართსა თუ მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას, ამგვარი დანართის და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობებს მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც დადებულია ამგვარი დანართი თუ მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება.

14.9. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დებულებ(ებ)ის არსებობა/არარსებობასთან, მათ შინაარსთან, განმარტებასთან ან/და განხორციელებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება პროვაიდერთან დაცულ
 

ეგზემპლარს. ამასთან, ამ უკანასკნელ დებულებასთან მიმართებით ყოველგვარი ეჭვის ან/და დავის გამორიცხვის მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია ხელი მოაწეროს ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების (მათი დანართის ჩათვლით) პროვაიდერთან დაცული ეგზემპლარის თითოეულ გვერდს ან/და შესაბამისი ფორმით გამოხატოს თანხმობა ელექტრონული საშუალებით ან პროვაიდერის სისტემაში, მაგრამ პროვაიდერის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა არ ხდის ამ პუნქტით გათვალისწინებულ დებულებას საეჭვოს ან სადაოს.

14.10. ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და სარგოებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების, თუ მემკვიდრეებისათვის/სამართალმემკვიდრეებისათვის, თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და მისი/მათი მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის და ქვეპუნქტ(ებ)ის შინაარსის გათვალისწინებით კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

14.11. მომხმარებელს უფლება არა აქვს პროვაიდერის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით (მათ შორის, მათი დანართით) ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. პროვაიდერის უარი გამორიცხავს ნებისმიერი ზემოაღნიშნული ქმედების ან/და გარიგების განხორციელების შესაძლებლობას და შესაბამისად ამ წესის დარღვევით განხორციელებული ქმედება ან/და გარიგება ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, გარდა კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული შემთხვევებისა.

14.12. ხელშეკრულება განიმარტება და რეგულირდება კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.

14.13. ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება შედგნილია ქართულ ენაზე. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ინტერპრეტაციისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს. აღნიშნული ნორმები ვრცელდება, ასევე, მხარეთა შორის ურთიერთობაზე ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების, თუ ნებისმიერი სხვა დოკუმენტის შედგენასა თუ ინტერპრეტაციაზე.

14.14. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მათი ვალდებულების სრულად შესრულებამდე.